შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია ბაუსეიფტი 2018 წლის მარტში
დაფუძნდა და დღემდე წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ბაუსეიფტის გუნდი დაკომპლექტებულია
სფეროს წამყვანის სპეციალისტებისგან, რომლებსაც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის
მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ. ბაუსეიფტი ეკონომიკური საქმიანობის ნებისმიერ სფეროში
მოღვაწე ორგანიზაციებს მაღალი სტანდარტის და მათზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.
კომპანია ბაუსეიფტმა, 2019 წლის იანვარში, ერთ-ერთმა პირველმა წარმატებით გაიარა სახელმწიფო
აკრედიტაცია, გახსნა სასწავლო ცენტრი და სხვადასხვა თემატურ ტრენინგებთან ერთად, შრომის
უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის განხორციელება დაიწყო.ბაუსეიფტის სასწავლო
ცენტრში 2019 წლის განმავლობაში 200-მდე მსმენელმა წარმატებით გაიარა სერტიფიცირება, რომლებმაც
დიდი წვლილი შეიტანეს დარგის განვითარებაში.პანდემიის დასრულების შემდეგ, 2022 წლის მაისიდან,
‘’ბაუსეიფტი“ კვლავ აგრძელებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის განახლებული პროგრამის
განხორციელებას. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკური საშუალებებით.
სწავლებას გაუძღვებიან სერტიფიცირებული ტრენერები
ცენტრი აკრედიტირებულია სახელიმწიფოს მიერ
პრაქტიკული სწავლება ტარდება შესაბამის გარემოში
კურსის გავლის შემდეგ მსმენელი დაიშვება სასერტიფიკატო გამოცდაზე
• შრომის უსაფრთხოების მომსახურების სრული სერვისი
• აუდიტის ჩატარება
• დოკუმენტაციის მოწესრიგება
• ტრეინინგების ჩატარება
1. სახანძრო უსაფრთხოება
2. ელექტრო უსაფრთხოება
3. პირველადი სამედიცინო დახმარება
4. სიმაღლეზე მუშაობა
5. ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.
6. შრომის უსაფრთხოების დირექტივები და საერთაშორისო სტანდარტები.
7. საფრთხეების იდენტიფიცირება,რისკების შეფასება და მართვის მეთოდები.
8. ეფექტური კომუნიკაცია.
დაგვირეკეთ ან გაიარეთ რეგისტრაცია და ჩვენი წარმომადგენელი უმოკლეს ვადაში დაგიკავშირდებათ
რეგისტრაცია