პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის N01-81ნ ბრძანების ,, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობს,განხორციელებას წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-მიხედვით.
პროგრამის მიზანია მსმენელს განუვითაროს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის საჭირო უნარები და მოამზადოს სასერტიფიკატო გამოცდის ჩასაბარებლად.
პროგრამაზე დაშვების წინაპობაა უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
სასწავლო პროგრამა:
მოდული | საათების რაოდენობა | |
---|---|---|
თეორიული | პრაქტიკული სწავლება | |
შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში | 2 | - |
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი” | 5 | - |
„შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი | 5 | - |
ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით | 8 | - |
საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში | 7 | - |
საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა | 10 | - |
საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება | 4 | - |
პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი | 3 | - |
ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება | 5 | - |
ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები | 4 | - |
საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები | 3 | 1 |
ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები | 3 | - |
შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები; მზომი ხელსაწყოები და მათი გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები | 14 | 2 |
უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში | 2 | 1 |
გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საევაკუაციო გეგმა | 2 | 1 |
გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში | 4 | - |
ტვირთის გადატანა | 2 | - |
სიმაღლეზე მუშაობა | 4 | - |
აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები | 3 | - |
შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას | 3 | 1 |
ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები | 2 | - |
სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა | 2 | - |
პირველადი სამედიცინო დახმარება | 4 | 1 |
თემატური მოდულები:
შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში | 8 | 20 (16 საათი პრაქტიკული, 4 საათი რისკის შეფასება) |
შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში | 8 | 20 (16 საათი პრაქტიკული, 4 საათი რისკის შეფასება) |
შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში | 6 | 20 (16 საათი პრაქტიკული, 4 საათი რისკის შეფასება) |
შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში და საოფისე საქმიანობისას | 5 | 15 (12 საათი პრაქტიკული, 3 საათი რისკის შეფასება) |
შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში | 5 | 15 (12 საათი პრაქტიკული, 3 საათი რისკის შეფასება) |
სრული პროგრამის ხანგრძლივობა: 230 აკადემიური საათი
ღირებულება: 1700 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) განვადება
საშუალო და დაბალი რისკის ობიექტებისათვი ხანგრძლივობა: 148 საათი
ღირებულება: 1400 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) განვადება
სწავლებები ჩატარდება: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 18:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე
პროგრამის ხელმძღვანელი:ვახტანგ მესხიძე
მისამართი: ალექსიძის ქ.N12 king David-ის ბიზნეს ცენტრი მე-2 სართული
ტელეფონი: 577 170086, 514 111172
ელ.ფოსტა: bausafety@gmail.com, laboursafetycentre@gmail.com
უკან დაბრუნება რეგისტრაცია